ქართული ანიმაცია საერთაშორისო ჟიურიმ ერთ-ერთ საუკეთესოდ დაასახელა და შედეგად ის საფრანგეთის ფესტივალზე მოხვდა

ქართველი ანიმატორის, თამარ ზარქუას ანიმაცია The Radiants, საერთაშორისო ჟიურიმ ერთ-ერთ საუკეთესო, გამორჩეულ ანიმაციად დაასახელა, რის გამოც იგი საფრანგეთის ანიმაციურ ფესტივალ ANNECY-ში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის დეტალებზე „ქალების ნარატივში“ The Radiants-ის შემქმნელმა და „ბურთულას“ თანადამფუძნებელმა, თამარ ზარქუამ ისაუბრა.