ყველაზე ძვირადღირებული ლითონის მწარმოებელი კომპანია ათასობით თანამშრომელს ათავისუფლებს

Anglo American Platinum-ს (Amplats), მსოფლიოში პლატინის უმსხვილეს მწარმოებელს, შარშან მოგებისა და შემოსავლების ვარდნა დაუფიქსირდა, რის გამოც კომპანიამ 4,300-ზე მეტი თანამშრომელი შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა
Bloomberg-ი წერს, რომ შარშან შემოსავალი 124,6 მლრდ სამხრეთ აფრიკულ რანდამდე (6,6 მილიარდი დოლარი) შემცირდა, ერთი წლის წინანდელი 164,1 მილიარდი რანდიდან. კორექტირებული EBITDA 73,9 მილიარდიდან R24.4 მილიარდამდე დაეცა.
Amplats-ი აცხადებს, რომ მოგება 73%-ით დაეცა და დივიდენდი 81%-ით შეამცირა.
როგორც მასალაშია აღნიშნული, ეს არის დარტყმა ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო ინდუსტრიისთვის. კომპანიამ შესაძლოა გაათავისუფლოს დაახლოებით 3,700 თანამშრომელი სამხრეთ აფრიკაში, ასევე უარი თქვას დაახლოებით 620 კონტრაქტორის მომსახურებაზე. 2022 წლის ბოლოსთვის Amplats-ის პერსონალი 21 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენდა.
ფინანსური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი საურიე ნაიდუ ამბობს, რომ ამ გზით Amplats ყოველწლიურად 5 მილიარდი რანდის (263 მილიონი დოლარი) დაზოგვას გეგმავს.