ირანი უარყოფს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას

გაეროში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირანი რუსეთს აწვდის ბალისტიკურ რაკეტებს, რომებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის საწარმოებლად.
ირანული უწყების თქმით, ბოლოდროინდელი ცნობები ირანული ბალისტიკური რაკეტების რუსეთში გაგზავნის შესახებ “უსაფუძვლოა”.
„მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს საერთაშორისო შეზღუდვები ან აკრძალვები ბალისტიკური რაკეტების გაყიდვაზე, ირანი თავს მორალურად ვალდებულად თვლის თავი შეიკავოს იარაღის მიმდინარე ტრანზაქციებზე რუსეთსა და ს შორის კონფლიქტის მიმდინარეობისას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ირანის წარმომადგენლობამ გაეროში დასძინა, რომ ირანის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო, რომ „ხელი არ შეეწყო ომის გაჭიანურებისათვის“.
ცოტა ხნით ადრე Reuters-მა ირანში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანმა რუსეთს მიაწოდა „დიდი რაოდენობით მძლავრი“, „მიწა-მიწა“ კლასის ბალისტიკური რაკეტები.
„სამი ირანული წყაროს ცნობით, ირანმა რუსეთს მიაწოდა დაახლოებით 400 რაკეტა, მათ შორის ბევრი Fateh-110 და Zolfaghar-ის მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების ოჯახიდან. ექსპერტების აზრით, Zolfaghar-ს შეუძლია სამიზნეების განადგურება 300-დან 700 კმ-მდე მანძილზე“, – იტყობინებოდა საინფორმაციო სააგენტო.
„ერთ-ერთი ირანული წყაროს თანახმად, – წერს Reuters, – მიწოდება სავარაუდოდ 2024 წლის იანვრის პირველ რიცხვებში დაიწყო, მას შემდეგ რაც გასული წლის ბოლოს ირანელ და რუს სამხედროებს შორის გაიმართა შეხვედრები თეირანსა და მოსკოვში“.
წყაროებმა სააგენტოს ასევე განუცხადეს, რომ რაკეტების ნაწილი რუსეთში კასპიის ზღვის გავლით, გემით გაიგზავნა, ნაწილი კი – თვითმფრინავით.
ირანისა და ს სამხედრო დეპარტამენტებმა არ უპასუხეს Reuters-ის ოფიციალურ კითხვებს.
2023 წლის იანვარში, უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა აღნიშნა, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა შესაძლოა გამოწვევად იქცეს უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის, თუმცა, იგნატმა ისიც შენიშნა, რომ უკრაინის საჰაერო ძალებს არ აქვთ დადასტურებული ინფორმაცია რაკეტების მიწოდების შესახებ.
რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობა გააქტიურდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ამ ომში, როგორც უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები ამტკიცებენ, რუსეთის ფედერაცია იყენებს ირანულ დრონებს. კერძოდ, იყენებს უკრაინის ქალაქების ენერგოსისტემაზე მასობრივი იერიშების დროს.

ასევე დაგაინტერესებთ