მიქაუტაძემ მაგარი გაიტანა – მისი გოლი (გოლები) მარტში ნაკრებში გვჭირდება [VIDEO]

ლიგა 1-ის 23-ე ტურში „მეცი“ საკუთარ მოედანზე „ლიონთან“ 1:2 დამარცხდა.
გიორგი მიქაუტაძემ „მეცში“ დაბრუნების შემდეგ მეექვსე მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი გაიტანა – მეცამეტე წუთზე მცველს ბურთი აართვა, მეკარესთან პირისპირ გაიჭრა და თავისი აღმზრდელი კლუბის კარი დალაშქრა. თუმცა, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ალექსანდრ ლაკაზეტმა ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა დიდი ძალებით შეუტიეს და შეცვლაზე შესულმა საიდ ბენრაჰმამ თავისი გუნდი დააწინაურა. აქედან მოყოლებული მასპინძლები იერიშებზე გადავიდნენ, ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს და მორიგი მარცხი განიცადეს.
„მეცი“ 17 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 3 მარტს გასვლაზე „ნანტს“ დაუპირისპირდება.
მეცი – ლიონი 1:2
გოლები: 1:0 მიქაუტაძე (13), 1:1ლაკაზეტი (45+1), 1:2 ბენრაჰმა (60)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში