ბიტკოინის მილიონერების რაოდენობა 273%-ით გაიზარდა

ანალიტიკოსების აზრით, ბიტკოინის პოპულარობის სწრაფი ზრდის მტკიცებულება არის ის, რომ გაიზარდა საფულეების რაოდენობა, რომლებიც 1 მილიონ დოლარზე მეტს ინახავენ BTC-ში. BitInfoCharts-ის მონაცემებით, ბიტკოინის მილიონერების რაოდენობა წელს რეკორდულად – 237%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ეს ზრდა მხოლოდ ცალკეული ინვესტორებით არ არის განპირობებული – ფინანსური ინსტიტუტები ამ სფეროში მნიშვნელოვან წვლილს იღებენ.
ტრადიციული ფინანსური სექტორი, რომელიც ოდესღაც სკეპტიკურად იყო განწყობილი კრიპტოვალუტების მიმართ, ახლა BTC-ს აღიქვამს როგორც მომგებიან ინვესტიციად.
Glassnode-ის საორიენტაციო მონაცემები აჩვენებს, რომ 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ბიტკოინის მისამართების რაოდენობამ პიკს 2021 წლის ნოემბერში მიაღწია. კონკრეტულად, 2021 წლის 9 ნოემბერს 112,573 მისამართი დარეგისტრირდა – იმავე წლის 10 ნოემბერს BTC-ს ყველა დროის მაქსიმუმს, $69,000-ს მიაღწია.
ბიტკოინის მილიონერების რაოდენობის ზრდა ამჯერად აქტივის ფასის 37000 დოლარამდე ზრდასთან ასოცირდება. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც BTC წლის უმეტეს დროს 30 000$-ის ზღურბლს ქვემოთ ვაჭრობდა.
შეგახსენებთ, რომ BitMEX ბირჟის თანადამფუძნებელი არტურ ჰეისი თვლის, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი ამჟამად „ხარის“ ფაზაშია გადასული. შეგახსენებთ, რომ ხარული ბაზარი (Bull market) არის ბაზარზე არსებული პერიოდი, როდესაც ინვესტორები კრიპტოს უფრო ყიდულობენ, ვიდრე ყიდიან, რადგან ფასის ზრდაა მოსალოდნელი. ექსპერტმა BTC-ის ფასის 1 მილიონ დოლარამდე ნახტომი, ხოლო წამყვანი ალტოინის 100 000 დოლარამდე ზრდა იწინასწარმეტყველა.