მადრიდში 23 წლის საქართველოს მოქალაქე დაჭრა

მადრიდში, 16 წლის ბიჭმა 23 წლის ქართველი დაჭრა – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა, 22 თებერვალს, საღამოს, ვილავერდეს რაიონში მოხდა.
მედია წერს, რომ საქართველოს მოქალაქეს, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან, ორი არასრულწლოვანი ჯერ ბოთლით ემუქრებოდა, მოგვიანებით კი ერთ-ერთმა ის ცივი იარაღით დაჭრა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ექიმებმა კაცი, რომელიც შოკურ მდგომარეობაში დახვდათ და ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
თავდამსხმელი დაკავებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)