ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო

უკრაინაში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი დაამტკიცა. შეზღუდვები შეეხო 106 ადამიანს და 88 კომპანიას, მათ შორის ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ყაზახეთიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან, ტაილანდიდან და შრი-ლანკიდან.
გარდა ამისა, გაიზარდა იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის შეტანაც აკრძალულია რუსეთის ბაზარზე ან რუსეთიდან ევროკავშირში. პრესრელიზში ნათქვამია, რომ ზოგიერთი ახალი შეზღუდვა მიზნად ისახავს დრონების წარმოების შეფერხებას, ზოგი კი მიმართულია „რუსული ინდუსტრიული პოტენციალის განვითარების“ შესაჩერებლად.
ახალი შეზღუდვები სავარაუდოდ 24 თებერვლიდან, ომის ორიწლისთავზე ამოქმედდება.
ევროკავშირის ინფორმაციით, მე-13 პაკეტის შემოღების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2 ათასზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება.
რუსეთის ში შეჭრის ორიწლისთავზე რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციების შემოღებას აპირებს ამერიკის შეერთებული შტატებიც.
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა 22 თებერვალს განაცხადა, რომ აწესებს „ახალი გამანადგურებელი სანქციების პაკეტს“ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის წლისთავთან და ოპოზიციონერი ს სიკვდილთან დაკავშირებით.
ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფართოვა იმ ადამიანების “შავი სია”, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ. უწყების ცნობით, მას დაემატნენ ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურებისა და კომერციული ორგანიზაციების ის წარმომადგენლები, რომლებსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო სთვის სამხედრო დახმარებასა და რუსეთის მიმართ ე.წ. არამეგობრულ ნაბიჯებზე პასუხისმგებლებად მიიჩნევს.
კონკრეტულად რამდენი ადამიანია შეყვანილი სიაში და ვინ არიან ეს ადამიანები, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში დაკონკრეტებული არაა, მასში მხოლოდ ის წერია, რომ სია „მნიშვნელოვნად გაფართოვდა“.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ