ღვინო მსოფლიოს საუკეთესო შატოებიდან – თბილისში Cavavin Georgie-ს პირველი მაღაზია-ბარი გაიხსნა

ფრანგული, პრემიუმ ხარისხის ალკოჰოლური სასმელების მაღაზია “კავავინი” თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Cavavin Georgie-ს სახელწოდებით უკვე ოფიციალურად გაიხსნა. ეს არის სივრცე, რომელიც მომხმარებელს მთელი მსოფლიოდან 400 სახეობის ღვინის და ასევე სხვა ალკოჰოლური სასმელების ფართო არჩევანს სთავაზობს. საუკუნოვანი ისტორიის მქონე ფრანგული ბრენდის საქართველოში შემოყვანა კომპანია “ალკორიუსმა” უზრუნველყო, რომელიც საქართველოში “კავავინის” ოფიციალური წარმომადგენელია.