სოფო ჯაფარიძე – რიგები დგას, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ხელი მოაწერონ – სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია გაითვალისწინოს მოქალაქეთა აზრი

რიგები დგას, რომ ს გათავისუფლების მოთხოვნას ხელი მოაწერონ – ვალდებულია გაითვალისწინოს მოქალაქეთა აზრი, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, მ განაცხადა.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ხელმოწერების კამპანია გაგრძელდება.
„ახლა ვიმყოფებით ახალციხეში. ხედავთ ყოველდღიურად რამდენ ადამიანს ვხვდებით მთელი საქართველოს მასშტაბით. ყველგან ასეთი რიგი დგას, რომ მოაწერონ ხელი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია გაითვალისწინოს ათასობით მოქალაქის აზრი. ეს ადამიანები ითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლებული იყოს მიხეილ სააკაშვილი და არ დამახინჯდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია. ვაგრძელებთ კამპანიას, ჩავალთ ყველგან მთელი საქართველოს მასშტაბით და კიდევ ერთხელ ნახავს მთელი მსოფლიო, თუ რამდენი ადამიანი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ასე ერთგულად დგას იმ იდეის გვერდით, რასაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლება ჰქვია,“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ჩანაწერზე, რომელიც პერსონალური მონაცემების დამუშავებას ეხება, განცხადებას ავრცელებს