ცნობილი არგენტინელი თავდამსხმელის სერხიო აგუეროს ექიმმა Twitch-ის სტრიმის მიმდინარეობისას ფეხბურთელთან საუბარში განაცხადა, რომ მას მოედანზე დაბრუნება შეუძლია.
“კუნმა” მას ჰკითხა, ექნება ოდესმე საშუალება მწვანე მინდორზე 10 ან 20 წუთი კვლავ გავიდეს და თავისი საყვარელი საქმიანობით სიამოვნება მიიღოს.
ექიმმა კი მიუგო, რომ ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს სავსებით შესაძლებელია, რაზეც აგუეროს რეაქცია საკმაოდ ემოციური იყო.
“სიტისა” და “ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელა კარიერა 2021 წელს კატალონიურ გრანდში გულის პრობლემების გამო დაასრულა.