ფესტივალში “Simplesmente Vinho” საქართველო სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობს

პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 22-25 თებერვალს, ქალაქ პორტუში გაიმართება ტრადიციული ყოველწლიური ღვინის ფესტივალი, სახელწოდებით “Simplesmente Vinho”, რომელშიც სპეციალური სტუმრის სტატუსით საქართველო მონაწილეობს. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ღონისძიებაზე ქვეყანას წარმოადგენს 11 მეღვინე, რომელთა პროდუქცია ფესტივალზე პორტუგალიურ და ესპანურ ღვინოებთან ერთად (სულ – 123 სახეობის ღვინო) იქნება გატანილი.
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი თემა და სიახლეა ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტექნოლოგია.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ქართული ღვინოების დეგუსტაცია და საქველმოქმედო აუქციონი. ასევე, ქართულ ღვინოზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის – “ჩვენი სისხლი ღვინოა” ჩვენება შედგება და მოეწყობა ქართველი შეფმზარეულის მიერ ორგანიზებული გალა ვახშამი ტრადიციული ქართული სუფრის სახით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ანსამბლი “შვიდკაცა”.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, “რუსულის” იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება, თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე

პაატა ზაქარეიშვილი – ხაბეიშვილის განცხადება აბსურდული და საშიშია, გამარჯვების შემთხვევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გავძარცვავთ, ან ფულს გადავუხდითო, ანუ ვიქნებით ბანდიტების ხროვა – მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტელექტუალურ ფრთას, გააჩუმონ!