“ჩვენთვის ვეტინგი მიუღებელია” –

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პარტნიორებთან შეხვედრისას სასამართლო რეფორმებზე იმსჯელეს, თუმცა ერთ-ერთი გამოსავლად ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვა საქართველოში, მიუღებელია.
:
საუბარი გვქონდა თითოეულ პუნქტზე, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებით. ვეტინგის შესახებ ჩვენი პოზიცია არის გამოკვეთილი, ვეტინგი ეწინააღმდეგება თავისი არსით არა მხოლოდ ფორმალურად საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულისკვეთებას მათ შორის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპს. მითუმეტეს, რომ არ არსებობს საფუძველი ასეთი პროცესების განვითარებისთვის ჩვენს ქვეყანაში – არ არსებობს არგუმენტები, არ არსებობს ფაქტები, შესაბამისად, ჩვენი პოზიცია არის მკაფიო – ვეტინგი არის მიუღებელი. მიზანი არის ნათელი, რისთვისაც იქნა გამოყენებული 2004 მწლის შემდეგ, იგივე მიზნით სურთ მათ ამ პროცესის დაწყებვა. ასეთი პროცესები გამოიყენება იმისთვის, რომ განხორციელდეს პოლიტიკური კონტროლი სასამართლო სისტემაზე, მართლმსაჯულებაზე, იმისთვის, რომ მოხდეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფა, რასაც არ დავუჭერთ მხარს.”

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…