„მის მსოფლიოს“ კონკურსზე წელს პირველად პუტკუნა გოგონა მონაწილეობს

სილამაზის კონკურსზე “მის სამყარო” პირველად მიიღებს მონაწილეობას ჭარბწონიანი ქალი და ასევე ორი გათხოვილი ქალი შვილებით. ინფორმაციას CNN Philippines ავრცელებს.
გვირგვინისთვის 23 წლის ჯეინ დიპიკა გარეტი ნეპალიდან იბრძვის. მისი სიმაღლე 170 სანტიმეტრი და 80 კილოგრამზე მეტს იწონის. „მე აქ ვარ, რათა წარმოვადგინო კოხტა ქალები, რომლებსაც აწუხებთ ჭარბი წონა და ჰორმონალური პრობლემები“, – ამბობს 23 წლის ქალი.
გვატემალის წარმომადგენელი კი რომელიც ასევე ტიტულისთვის იბრძოლებს მიშელ კონი გახდა. ის არის “მის სამყარო გვატემალას” ტიტულის პირველი მფლობელი, რომელსაც ჰყავს ქმარი და ორი შვილი – ბიჭი და გოგონა.
ახალი „მის სამყარო“ 18 ნოემბერს ელ სალვადორში ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ