“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელია დააჯარიმოს. ამის შესახებ Il Mattino-ს დღევანდელი გამოცემა წერს.
საქმე “ბარსელონასთან” მატჩში მომხდარ ფაქტს ეხება. მოგეხსენებათ, “პარტენოპეის” ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ქართველი 67-ე წუთზე შეცვალა, რის გამოც ჩვენებურმა უკმაყოფილება ღიად გამოხატა.
“ხვიჩა კვარაცხელიამ მსგავსი რამ უკვე გააკეთა. ეს “ჯენოასა” და “ნაპოლის” შეხვედრაში მოხდა, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ “კვარა” იტალიურად კარგად არ ლაპარაკობს, მატჩის ბოლოს შეცვლით უკმაყოფილო იყო და თქვა “ეს რატომ გააკეთე?!”.
“ბარსელონასთან” ქართველი უკვე კალცონამ გააღიზიანა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ
აღნიშნა, რომ მისთვის გვარებს მნიშვნელობა არ აქვს და მთავარი გუნდია.
ახლა სიტუაციას აურელიო დე ლაურენტისი შეაფასებს და გადაწყვეტს, დააჯარიმოს თუ არა კვარაცხელია”, – წერს გამოცემა.
არ დააჯარიმებენ მაგრამ რომც დააჯარიმონ არც ეგ უნდა იყოს პრობლემა. ფეხბურთელის მოვალეობა თამაშია, შედეგზე მწვრთნელია პასუხისმგებელი. შეცვლაზე ვინც უზის, იმათაც აქვთ თამაშის უფლება. კანავარომ სწორად თქვა, თანაგუნდელების უპატოვცემულობაა ხვიჩას რეაქცია. რაც მალე გაიზრდება და დაღვინდება ემოციურად, მისთვის უკეთესია. ხვიჩას ტალანტს არავინ აყენებს ეჭვქვეშ
ეს მხოლოდ იმის დასტური იქნება, რომ შეცვლებს თავად კარნახობს მწვრთნელებს… არადა, სჯობს საკუთარი თავი დაიჯარიმოს თუნდაც იმისთვის, რომ თამაში უკვე შეცვლილმა ოსიმენმა გადაურჩინა, რომელიც გოლის გატანისას მოედანზე აღარ უნდა ყოფილიყო…