აქცია „გადაიხადე რამდენიც გინდა“ გრძელდება

ანტონ ფურცელაძის „მაცი ხვიტია“ და ერიხ მარია რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ – ამ წიგნების შეძენა ჯერ კიდევ შეგიძლიათ იმ ფასად, რაც სამართლიანად მიგაჩნიათ.
მკითხველის საყვარელი აქცია, რომელსაც მათ „პალიტრა L“ პერიოდულად სთავაზობს, 22 თებერვალს დაიწყო და მარაგის ამოწურვამდე გრძელდება.
მსურველებს წიგნების შეძენას „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუძლიათ. მნიშვნელოვანია, რომ გამომცემლობა აქციას საქველმოქმედო მიზნით ატარებს. 10 ლარამდე გადახდილი თანხის 40% გადაირიცხება „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“. 10 ლარზე ზემოთ გადახდილი თანხა კი სრულად გადაირიცხება „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“.
„პალიტრა L“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აღნიშნულ აქციას უკვე წლებია ახორციელებს და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარს ეხმარება. ამასთან, პროექტი მკითხველს საქველმოქმედო საქმიანობაში საკუთარი წვლილის შეტანის საშუალებას აძლევს.
მეორე მხრივ, გამომცემლობა აღნიშნული აქციით წიგნზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად ზრდის.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ჩვენ მათ უსამშობლო ადამიანები დავარქვით, თუმცა მოღალატეებს სირცხვილის გრძნობა ნამდილად არ გააჩნიათ, ერთი რამ ზუსტად იცოდეთ, საქართველოს ინტერესები არ გაიყიდება! – სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც გაშმაგებული გვებრძვიან გარე ძალები

შალვა პაპუაშვილი – უსამშობლო ოპოზიციისგან განსხვავებით, ვმოქმედებთ თქვენი ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების საამებლად, ეს ქვეყანა ამოვაგდეთ მუდმივი ომების დაწყევლილი წრიდან და აღარ ვაქციეთ სხვათა გეოპოლიტიკური თამაშების იარაღად