ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების ფონზე ისრაელი აგრძელებს ქალაქ რაფაჰის დაბომბვას

22 თებერვალს ისრაელმა, რომელიც იმუქრება ქალაქში ჯარების შეყვანით, საჰაერო დარტყმები განახორციელა ღაზის სექტორის სამხრეთის ქალაქ რაფაჰზე, რომელსაც დაახლოებით 1,4 მილიონი პალესტინელი აფარებს თავს.
მსოფლიოს ქვეყნებმა, რომლებიც ცდილობენ მიაგნონ ომის შეწყვეტის გზას, ჯერ წარმატებას ვერ მიაღწიეს.
22 თებერვალს ისრაელში მოელიან -ის წარგზავნილს, რომელიც შეეცდება ზავის მიღწევას. ბოლო კვირებში მსოფლიოს შეშფოთება მიმართული იყო ქალაქ რაფაჰზე, ღაზის სექტორის სამხრეთზე, სადაც ეგვიპტის საზღვართან მდებარე ამ არეალში თავს აფარებს 1,4 მილიონი პალესტინელი, რომლებიც იძულებული იყვნენ საცხოვრებელი დაეტოვებინათ ჩრდილო და ცენტრალურ ღაზაში, რომელიც იბომბება 7 ოქტომბრის მერე.
7 ოქტომბერს აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილ დაჯგუფება ჰამასის ისრაელზე თავდასხმის დღიდან, როცა 1200 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 240 მძევლად იქნა აყვანილი, ს საპასუხო სამხედრო ოპერაციას 29 ათასი პალესტინელი ემსხვერპლა.
ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის მიზანია სხვათა შორის, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება დევნილი სამოქალაქო მოსახლეობისთვის. ისრაელი აცხადებს, რომ ომს ჰამასის სრულ განადგურებამდე გააგრძელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?