“მელიას მომხრეებმა პარტია დატოვეს და ტვ–ს მიმართეს, “ყოფილი” რატომ ვართო” – ლაშა ბერულავა

მოკლედ, ასეთი ამბავია: ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვეს ამასწინათ ნიკა მელიას მომხრეებმა. გავიდა ტვ-ზე ეგ ამბავი და, ვინც პარტია დატოვა და ამაზე განცხადებას აკეთებდა, ტიტრზე, მისი სახელისა და გვარის ქვეშ, აღინიშნა: “ენმ-ის ყოფილი წევრი”.
არ მოეწონათ და პრეტენზიით მიმართეს ტვ-ს, “ყოფილი” რატომ ვართო. დღეს კიდევ ერთხელ გააკეთეს განცხადება და კიდევ ერთხელ დატოვეს ენმ. ჰოდა, “ტელევიზიონშიკები” დილემის წინაშე დგანან, დაწერონ თუ არა ტიტრზე “ენმ-ის ყოფილი წევრი” და, რამეს ხომ ვერ უშველით?..
ჰო, მართლა, რომ არ დამავიწყდეს: მე ვტოვებ საქართველოს მოქალაქეთა კავშირს. მერე რა, რომ წევრი არ ვყოფილვარ არასდროს – მთავარი ისაა, რომ ვტოვებ. ბრიფინგი დღეს არ მექნება, მეოთხე დატოვებაზე გაგაგებინებთ, მანამდე არ მომიხსენიოთ, როგორც სმკ-ს ყოფილი წევრი, მეწყინება!

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ