ვახტანგ მეგრელიშვილი – ერთადერთი შესაძლებლობა საქართველოსთვის არის, რომ ისეთი არჩევნები ჩავატაროთ პოლიციის უფროსების, პროკურორების, მოსამართლეების, როგორსაც ვატარებთ პოლიტიკოსის არჩევნების შემთხვევაში

ჩვენი წინადადებაა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები, რომელიც იქნება, პოლიცია, პროკურორი და მოსამართლე, ამ ადამიანების არჩევა ხალხს გადავაბაროთ, ისევე როგორც ირჩევენ პოლიტიკოსებს, – ამის შესახებ “გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულების საკითხზე შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომლის მთავარი თემა მართლმსაჯულების რეფორმაა.
მისივე თქმით, ამერიკული მოდელის და მაგალითის საფუძველზე, ერთადერთი შესაძლებლობა საქართველოსთვის არის, რომ ისეთი არჩევნები ჩატარდეს პოლიციის უფროსების, პროკურორების, მოსამართლეების, როგორიც ტარდება პოლიტიკოსის არჩევნების შემთხვევაში.
„მე არ ვიცი არასამთავრობო ორგანიზაციებს რა წარმოდგენა აქვთ დღევანდელი მოცემულობით და რა პრეზენტაციას მოვისმენთ, მაგრამ ჩვენი გეგმა დიდი ხანია ცნობილია. 2020 წლის არჩევნებამდე ჩვენ ფაქტობრივად მოვახერხეთ, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილთან შეგვეჯერებინა ჩვენი წარმოდგენა თუ რა უნდა მოვუხერხოთ სასამართლო სისტემას. ფაქტობრივად, ჩვენ გვგონია, რომ პოლიტიკოსებმა ამოწურეს იმისი ლეგიტიმაცია, რომ თვითონ კიდევ ერთხელ ამ სასამართლო რეფორმის მეხუთე თუ მეექვსე ტალღა დაიწყონ და ჩვენი წინადადებაა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები, რომელიც იქნება პოლიცია, პროკურორი და მოსამართლე, ამ ადამიანების არჩევა ხალხს გადავაბაროთ, ისევე როგორც ირჩევენ პოლიტიკოსებს. ფაქტობრივად, ამერიკული მოდელის და მაგალითის საფუძველზე, ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ერთადერთი შესაძლებლობა საქართველოსთვის არის, რომ ისეთი არჩევნები ჩავატაროთ პოლიციის უფროსების, პროკურორების, მოსამართლეების, როგორსაც ვატარებთ პოლიტიკოსის არჩევნების შემთხვევაში”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 13.0%-ით გაიზარდა და 337.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – გზავნილებში მაღალია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის წილი, ხოლო რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა

დავით ხომერიკის დედა – რა უნდათ ჩემი შვილისგან, სამშობლოს სიყვარულს ედავებიან? თავის გამოხატულებას მუსიკით პოვებს და ამის ჩახშობაც უნდათ? – მოძალადეები თვითონ იყვნენ, ჩემს შვილს გაუპატიურებით დაემუქრნენ, სცემეს, სულ თავში ურტყეს და რის გამო?!

ადვოკატი – ირაკლი კობახიძის მიერ აღწერილი მტკიცებულებითი სტანდარტი დავით ხომერიკის საქმეს რომ მოვარგოთ, ვნახავთ, რომ არცერთი კომპონენტი, რომელიც ამ მლიქვნელმა ადამიანმა გააჟღერა, საქმეში არ არის დაცული – განაჩენი გასაჩივრდება