„პროექტი“: პუტინმა რეპრესიებით ყველა საბჭოთა მმართველს “აჯობა”, სტალინის გარდა

რეპრესიების მასშტაბით, ს ახლანდელმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საბჭოთა კავშირის ყველა მმართველს „აჯობა“, გარდა იოსებ სტალინისა. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მედიასაშუალება პროექტში“ – ჟურნალისტებმა თანამედროვე რუსეთსა და სსრკ-ში პოლიტიკური რეპრესიების სტატისტიკა შეადარეს და კვლევა ს ხსოვნას მიუძღვნეს.
„პროექტის“ კვლევის თანახმად, ბოლო ექვს წელიწადში, პირდაპირი რეპრესიები რუსეთში შეეხო 116 ათას ადამიანს, მათგან 11 442-ს კი ხელისუფლება სისხლის სამართლის მუხლებით დევნიდა.
შედარებისთვის, ჟურნალისტების თანახმად, პუტინის რუსეთში „ექსტრემიზმისთვის“ [ხშირად გამოიყენება პოლიტიკურ საქმეებში] და ხელისუფლების კრიტიკისთვის უფრო მეტი ადამიანი გაასამართლეს, ვიდრე „ანტისაბჭოთა ქმედებებისთვის“ ნიკიტა ხრუშჩოვისა და ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის პერიოდში.
პუტინის რუსეთში, 2018-23 წლებში 5613 ადამიანი დაადანაშაულეს იმ მუხლებით, რომლებიც უფლებადამცველებს რეპრესიულად მიაჩნიათ, ესენია: ექსტრემიზმი, ტერორიზმის გამართლება და „ფეიკები“ რუსეთის ჯარზე, თუ რუსული არმიის დისკრედიტაცია. ხრუშჩოვის დროს, 1956-61 წლებში, 4883 ადამიანი გაასამართლეს „ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის“. 1962-85 წლებში, ბრეჟნევის, ჩერნენკოსა და ანდროპოვის დროს, იგივე მუხლთ გასამართლდა 3234 ადამიანი.
გარდა ამისა, 2018-23 წლებში პუტინის რუსეთში 39 ადამიანი დაადანაშაულეს ჯაშუშობაში, ანუ საშუალოდ არა უმეტეს ექვსი ადამიანისა წელიწადში. შედარებისთვის, 1967-74 წლებში საბჭოთა სასამართლოებში ამ მუხლით, წელიწადში საშუალოდ ორზე მეტ ადამიანს არ ასამართლებდნენ.
აგრეთვე, სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნებისთვის ბოლო ექვს წელიწადში რუსეთში 329 ადამიანი გაასამართლეს [საშუალოდ, 54 ადამიანი წელიწადში], რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკაში კი, 1967-74 წლებში, ამ მუხლით ასამართლებდნენ არა უმეტეს ოთხ ადამიანს წელიწადში.