გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კერძოდ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 23 თებერვალს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ქვემო არანისი, ჟინვალი, ფასანაური, ხევსა და მიმდებარე სოფლებში.
მათივე ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში; ბარათაშვილის, ქედის, კაკაბაძის, ავთანდილის და მიმდებარე ქუჩებზე; ხოლო, 12:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მუხრანი, ვარდისუბანი, ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ასევე დაგაინტერესებთ

სასწრაფოდ გახსენით პროცესები! სხვა შემთხვევაში, დავრწმუნდები, რომ ელისო კილაძის მიმართ მართლმსაჯულება კი არ ხორციელდება, არამედ მას სჯიან და იზოლაციაში ჰყავთ, რათა მისი ხმა ჩაახშონ – გელა მთივლიშვილი პროკურატურას მიმართავს