„ფორმულაზე“ დილის გადაცემაც იხურება

ტელეკომპანია „ფორმულაზე“, სხვა გადაცემებთან ერთად, დილის გადაცემაც იხურება.
დილის გადაცემის გუნდის ნაწილი არხს დატოვებს, სხვები კი შუადღის გადაცემის ფორმატზე გააგრძელებენ მუშაობას.
„ემოციური იქნება ჩვენი დამშვიდობება, რადგან დილის გადაცმისთვის ეს ბოლო სამუშაო კვირაა. ამ ფორმატში ჩვენ ვეღარ შევხვდებით. ჩვენი გუნდის ნაწილი „ფორმულაზე“ გააგრძელებს შუადღის გადაცემის ფორმატში თქვენთვის მუშაობას, თუმცა ჩვენ გვიწევს გუნდის არაერთ ძვირფას წევრთან დამშვიდობება, რაც საკმაოდ რთული პროცესია“, – განაცხადა „დილა ფორმულაზე“ წამყვანმა ეკა სამხარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ფინანსური პრობლემებისა და რეორგანიზაციის შედეგად, ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გასართობი გადაცემების დიდი ნაწილი იხურება და იგეგმება კადრების შემცირებაც.
ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი და დირექტორი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი

ევროპარლამენტარები: „ქართული ოცნება“ თავსაც აღარ აჩვენებს, თითქოს ევროპული მომავალი სურს – მოვუწოდებთ ევროკავშირს პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილსა და კობახიძეს – შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო