ნიკოლოზ სამხარაძემ ვენაში შეხვედრაზე ეუთოში 9 ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე მონაწილეობს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში, რომელიც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმართება.
პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ში კანადის, ს, ირლანდიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, ს მუდმივ წარმომადგენლებს და ასევე, -ს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს შეხვდა.
„შეხვედრებისას განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას ეუთო-ს 2024 წლის დღის წესრიგი წარმოადგენდა.
მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხები და გამოწვევები. ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.
ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და დან მომდინარე საფრთხეებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში 2024 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და ხაზი გაუსვეს ეუთო-ს, როგორც ნეიტრალური და ობიექტური დამკვირვებლის მნიშვნელოვან როლს ამ არჩევნებში.
ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად შეხვედრაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში ქეთევან ციხელაშვილი მონაწილეობდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს