განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სასამართლომ ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საფრანგეთში მოქმედ საბანკო დაწესებულებებს მათი კლიენტების სახელით ცრუ შეტყობინებები გაუგზავნა და ოფშორული კომპანიის სახელზე, საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე 444 827 ევრო მოტყუებით ჩაართვევინა.
მათივე ცნობით, შემდგომში, ფულის გათეთრების მიზნით, მსჯავრდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხის ნაწილი, ფიქტიური დანიშნულებებისა და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, მასთან დაკავშირებული პირების უცხოურ საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა, რა გზითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ ფიზიკურ პირს სასჯელის სახედ და ზომად, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, 7 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო იურიდიულ პირს სამეწარმეო საქმიანობის უფლება უვადოდ ჩამოერთვა და 100 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
განაჩენით მსჯავრდებულს საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებული დაახლოებით 500 000 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა”,- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, “ქილერად” გამოაცხადეს, როგორც ჩანს, “ქილერის” გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს – გაფრთხილებდით 90-იანებში დაგვაბრუნებენ-მეთქი

ირაკლი კობახიძე – ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს – ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას