ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკურ ოპონენტებს ზიზღის ენით ესაუბრება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ს განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკურ ოპონენტებს ზიზღის ენით ესაუბრება. ის პარლამენტის თავმჯდომარის, ს მიერ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტში მედიას შესვლას უზღუდავენ, ხოლო საკანონმდებლო ორგანოს დერეფნებს უშიშროების სამსახური აკონტროლებს.
„დღეს ივანიშვილის პარლამენტი გადაქცეული არის „ქართული ოცნების“ ანკლავად, სადაც არ უშვებენ განხილვებზეც კი არასამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც ჟურნალისტების საქმიანობა შეზღუდულია, სადაც პოლიტიკურ ოპონენტებს ზიზღის ენით ესაუბრებიან და პარლამენტის დერეფნებში უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ყველაფერს აკონტროლებენ. აი, ეს ვითარებაა. პარლამენტი ხალხისთვის დახურულია. ბუნებრივია, ამ ვითარებაში ჩვენი ამოცანა არის, რომ დავრჩეთ ხალხთან, გავიგოთ მათი გასაჭირი და მათ პრობლემებზე ორიენტირებული ჩვენი საარჩევნო პროგრამა შევთავაზოთ”,- განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისი შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში იყო „ქართული ოცნებისთვის“ და ივანიშვილისთვის, რომელიც პრობლემებს არ ასახავდა.
„ის არ ეხებოდა საქართველოს რიგით მოქალაქეს. ანგარიშში არცერთი სიტყვა არ იყო იმ პრობლემებზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ამ ანგარიშში ვერ ვნახავდით მთავარ კითხვებზე პასუხს, რატომ არის ის, რომ საქართველოს ასიათასობით მოქალაქე ემიგრაციაშია და საზღვარგარეთ ეძებს სამუშაო ადგილებს, საცხოვრებელ პირობებს. რატომ არის, რომ ეკონომიკური ციფრები არ არის ხელშესახები საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის და სიღარიბე, უმუშევრობა კიდევ უფრო იზრდება”,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ცესკო საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, 16 ნოემბრის სხდომაზე მომხდარი ფაქტი, რა დროსაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს, უყურადღებოდ არ დატოვონ

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის აქციაზე – დავინახეთ, რომ უფრო მეტი კარავი იყო, ვიდრე კარვებში შემსვლელი ადამიანები – როცა ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე კარავში შედის, ეს არის „კარუსელი“ და ვის ატყუებენ?!