როგორი ანომალიაა, როცა ოფიცერი კაცი, ნაცდეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია სექტის დავალებით, უტიფრად ითხოვს კანონდარღვევას

როგორი ანომალიაა, როცა ოფიცერი კაცი, ნაცდეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია სექტის დავალებით, უტიფრად ითხოვს კანონდარღვევას
„როგორი ანომალიაა, როცა ოფიცერი კაცი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, ნაცდეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია სექტის დავალებით, უტიფრად ითხოვს კანონდარღვევას. უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში საარჩევნო ხმა არ აქვს, შესაბამისად, საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს“-ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებას იმის შესახებ, რომ „სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება რევოლუციურ წინაპროცესში მონაწილეობა მიიღოს“.
როგორც ანალიტიკოსი წერს, ნაცპარლამენტარი ჯანაშიასგან ამგვარი თავხედური უკანონო მოთხოვნა არაა გასაკვირი, რადგან მისი წიაღის, მეხუთე კოლონის პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არაერთგზის უტიფრად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია.
„როგორი ანომალიაა, როცა ოფიცერი კაცი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, ნაცდეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია სექტის დავალებით, უტიფრად ითხოვს კანონდარღვევას. უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში საარჩევნო ხმა არ აქვს, შესაბამისად, საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 2015 წელს, ექს-პრეზიდენტმა, უსამშობლო სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორობისთვის, უკრაინული პასპორტი მიიღო და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა. ნაცპარლამენტარი ჯანაშიასგან ამგვარი თავხედური უკანონო მოთხოვნა არაა გასაკვირი, რადგან მისი წიაღის, მეხუთე კოლონის პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არაერთგზის უტიფრად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. რაც შეეხება თეიმურაზ ჯანაშიას მეორე კიდევ უფრო ბრიყვულ განცხადებას, რომ ბოტოქსის ინექცია ს ჯანმრთელობას უკავშირდებოდა. საკითხავია, ამგვარ სამარცხვინო ტყუილებს “ნაცების” მხარდამჭერი ცალკეული პროფესორები და ექსპერტები იჯერებენ?..“-წერს გია აბაშიძე.
Next: რადიკალური ოპოზიცია, ომის და ღალატის პარტია არც მალავს, რომ ავტოკრატიული რეჟიმის შემოქმედი ბელადის გათავისუფლების ერთადერთი მიზანი ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციის მოხდენაა

ასევე დაგაინტერესებთ

ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა არის ყველაზე ამორალური დანაშაული, მაგრამ ამ დანაშაულზე მეტად ამორალურია ის კომენტარები, რასაც ნაცმოძრაობის წევრები აკეთებენ

ირაკლი ღარიბაშვილი და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ადიგენისა და ნინოწმინდის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ