რუსები ოდესის ოლქში ნავთობსაცავს დაესხნენ თავს | დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, 18 ნოემბრის ღამეს, ოდესის ოლქში რუსული ძალების თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავი დაზიანდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დრონი ენერგოინფრასტრუქტურულ ობიექტს მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. დაშავდა კომპანიის თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით კი, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც ოდესის რეგიონის დაახლოებით 1550 მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასული საღამოს 8 საათიდან, შაბათ დილის 4 საათამდე ს შაჰიდის ტიპის 38 დრონით დაესხნენ თავს, საიდანაც უკრაინა, 29 გაანადგურა.