ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა იმ ციხის თანამშრომლებს, სადაც ნავალნი დაიღუპა

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსეთში მდებარე იმ ციხის დირექციის 6 თანამშრომელს, რომელშიც ალექსეი ნავალნი დაიღუპა.
ინგლისმა სანქციები ციხის დირექტორს, პო პოლკოვნიკ ვადიმ კალინინსა და მის ხუთ მოადგილეს დაადო, რომლის მიხედვითაც მათ გაეყინათ ქონება და ეკარძალათ ბრიტანეთში შესვლა.
ნავალნიმ იტანჯა სამედიცინო მკურნალობის უარყოფისგან, ასევე იძულებისგან ეარა მინუს 32C ამინდში, ციხეში ყოფნის დროს” – წერია განცხადებაში. “მათ, ვინც პასუხს აგებენ ნავალნის სასტიკ მოპყრობაზე, ილუზიები არ უნდა ჰქონდეთ – ჩვენ დავაყენებთ მათი ანგარიშვალდებულების საკითხს” – ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი 2024 წლის 16 თებერვალს დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)