ბრიტანეთმა დაასანქცირა იმ ციხის ხელმძღვანელობა, რომელშიც ნავალნი დაიღუპა

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ს ციხის, „პოლარული მგელის“ ხელმძღვანელ თანამშრომლებს. სწორედ ამ ციხეში, 16 თებერვალს, ოპოზიციონერი დაიღუპა.
სანქციები ლონდონმა დაუწესა ექვს პირს, მათ შორის ციხის უფროს ვადიმ კალინინს. ბრიტანეთის მთავრობამ ისინი ადამიანის უფლებების დარღვევისთვის გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში დაასანქცირა. მათ აეკრძალათ ბრიტანეთში შესვლა. ასევე გათვალისწინებულია მათი აქტივების გაყინვა, აღნიშნავს „მედუზა“.
„ცხადია, რომ რუსეთის ხელისუფლება ნავალნიში საფრთხეს ხედავდა და არაერთხელ სცადა მისი გაჩუმება. 2020 წელს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] თანამშრომლებმა იგი “ნოვიჩოკით” მოწამლეს, დააპატიმრეს მშვიდობიანი პოლიტიკური საქმიანობისთვის და გააგზავნეს არქტიკაში მდებარე კოლონიაში. არავინ უნდა შეიტანოს ეჭვი რუსული სისტემის რეპრესიულ ბუნებაში. სწორედ ამიტომ, დღეს ვასანქცირებთ ყველაზე მაღალჩინოსან თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ნავალნის მოპყრობაზე კოლონიაში, სადაც მან ბოლო თვეები გაატარა“, – განაცხადა დეივიდ კემერონმა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თეთრი სახლის ცნობით, 23 თებერვალს -ც გამოაცხადებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს – სიმართლემ უნდა იყვიროს! – თუ გადაწყვეტთ, რომ ისევ ციხეში წავიდეთ, დამტკიცდება, რომ მთავრობის წევრები ახდენდნენ თქვენზე ზეგავლენას, რადგან არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ჩვენ აქედან ისევ ციხეში წავიდეთ

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევზე თავდასხმაზე – ეს არის უკრაინის წინააღმდეგობის ჩასახშობად მიზანმიმართული სტრატეგია, რომელიც არ უნდა გამართლდეს – ნორვეგია გააგრძელებს უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერას