“იცით, ამ ბიჭმა ჩემთვის რა გააკეთა?” – დაღესტნელი მებრძოლის ისტორია და დვალიშვილის სამაგალითო საქციელი

ამერიკაში მცხოვრები მებრძოლის მერაბ დვალიშვილის შესახებ დაღესტნელმა მაგდი ამაჩოვმა ისაუბრა. ახალგაზრდა სპორტსმენის თქმით, მერაბმა ის გაცნობისთანავე საკუთარ სახლში შეიფარა და მასზე დღემდე ზრუნავს.
“ერთხელ მერაბმა ვარჯიშის შემდეგ მკითხა – “აქ სად ცხოვრობ?” ვუთხარი, რომ ახალი ჩამოსული ვიყავი. ვაჩვენე ჩემი მანქანა, იქ პარკინგზე ვცხოვრობ მანქანაში-მეთქი. ვეგასში ახალი ჩამოსული ვიყავი, სად ვიცხოვრებდი…
გაიცინა და მითხრა, ასე არ გინდა, ჩემთან წამოდიო. მას შემდეგ კი თავისთან შემიკედლა. ამ ადამიანთან მხოლოდ ერთადერთხელ ვივარჯიშე.
შესაძლოა, ჩემში პოტენციალი დაინახა. მითხრა, იქ არ იცხოვრო, ჩემთან წამოდიო. მივედით მის
სახლში, დიდი სახლი აქვს. გამომიყო ოთახი და დღემდე იქ ვცხოვრობ. მითხრა, რომ არაფერი გადამეხადა და უსასყიდლოდ მეცხოვრა”, – გაიხსენა ამაჩოვმა.
წყარო: ოქტაგონი

მერაბ დვალიშვილისა და მისი გულშემატკივრის ვიდეო ნახვების რეკორდს ხსნის – ქალმა სპორტსმენს განსხვავებული ავტოგრაფი სთხოვა [VIDEO]

ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის გამარჯვებებს გამოეხმაურა [PHOTO]

ვიღაც რაღაც სისულელეს დაწერს და ასობით გამოხმაურება აქვს, აქ კი კაცმა ასეთი კეთილი საქმე ჩაიდინა და მხოლოდ ერთი გამოხმაურება აქვს. ეს მაფიქრებინებს, რომ ქართველები ბევრით არ გადავსხვაფერებულვართ, რადგან ამ საქციელზე აღფრთოვანებას არავინ გამოხატავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აბა სხვანაირად როგორ უნდა მოქცეულიყოვო, ანუ ქართველებს მერაბის ასეთი საქციელი, ჯერ კიდევ ჩვეულებრივ ამბად მიგვაჩნია. კარგია.