ზურაბიშვილი ოცნებაზე: მე ამას თვითკმაყოფილებას დავარქმევდი

მე ამას თვითკმაყოფილებას დავარქმევდი და ეს შესაძლოა, ში ომის შემდგომი შედეგი იყოს, რომ ზოგიერთი ლიდერი შთაბეჭდილების ქვეშაა, რას შეიძლება ცდილობდეს საქართველოში თუ საქართველოს მიმართ უკრაინაში რუსეთის მარცხის დასაკომპენსირებლად. ასე რომ, ვფიქრობ, ზოგიერთი ადამიანი ასეთი პერსპექტივის მიმართ შესაძლოა, შიშს გრძნობდეს, მაგრამ მე ამას არ ვიზიარებ. ვფიქრობ, საუკეთესო თავდაცვა ევროკავშირის სოლიდარობაა. საუკეთესო თავდაცვა ჩვენს საზოგადოებასთან, ჩვენს ოჯახთან ყოფნაა. რასაც ვხედავთ ისაა, რომ საბოლოო ჯამში, რუსეთისათვის წითელი ხაზი ევროკავშირისა და ნატოს ხაზია.
ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა France24 English-ის ჟურნალისტის შეკითხვას, ეპყრობა თუ არა ქართული ოცნება პუტინს ზედმეტი პატივისცემით და როგორ აკეთებენ ამას.