ხატია დეკანოიძე ფინანსთა მინისტრს – იმ შეკითხვას პასუხობთ, რომელიც მოგწონთ – აკრიტიკებთ სხვადასხვა პარტიის პროგრამებს, თქვენ კი იმ პარტიიდან ხართ წარმოდგენილი, რომელიც თითო სოფელს 5 მილიონს და და უფასო ფულს ჰპირდებოდა

იმ შეკითხვას პასუხობთ, რომელიც მოგწონთ – გამოხვედით და დემაგოგიურად ისვრით ზოგად ფრაზეოლოგიას, – ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს, რომელსაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, მინისტრი „აზრზე არ არის“ საქართველოდან უკანონოდ იმპორტირებული მანქანების შესახებ.
“იმ შეკითხვას პასუხობთ, რომელიც მოგწონთ. თქვენი მოვალეობაა, ხელფასს იმაში გიხდიან საქართველოს მოქალაქეები, რომ მეც გამცეთ პასუხი კითხვაზე და დეზინფორმაცია არ იძახოთ. აკრიტიკებთ სხვადასხვა პარტიის პროგრამებს. თქვენ იმ პარტიიდან ხართ წარმოდგენილი, რომელიც თითო სოფელს 5 მილიონს ჰპირდებოდა და უფასო ფულის დარიგებას. თქვენი პროტესტი არ გამიგია.
მე გკითხეთ ავტომანქანებზე და არ იცით, აზრზე არ ხართ, რომ გადადიან ჩვენი ქვეყნიდან, საქართველოდან უკანონოდ იმპორტირებული მანქანები ხვდებიან. ეს გკითხეთ. გამოხვედით და დემაგოგიურად ისვრით ზოგად ფრაზეოლოგიას. შემიძლია ბევრი გამოძიება მოგიყვანოთ მაგალითად, არ ვამბობ რომ დემაგოგიურად უნდა გაგვცეთ პასუხი“,- მიმართა დეკანოიძემ.
აღნიშნულის საპასუხოდ კი მინისტრმა განმარტა, რომ ავტომობილებთან დაკავშირებით მკაფიოდ ისაუბრა. მისივე თქმით, თუ ინდივიდუალური პირი გადაადგილდება საკუთარ თავზე გაფორმებული მანქანით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებით ეს არ ითვლება სანქციების დარღვევად.
„ავტომობილებთან დაკავშირებით, აღსრულება ხორციელდება იმ ფორმით და იმ მასშტაბით, რაც დადგენილია. თუ ინდივიდუალურად გადაადგილდება პირი საკუთარ თავზე გაფორმებული მანქანით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებით ეს არ ითვლება სანქციების დარღვევად. საქართველო ვერ იქნება სანქციების შემომღები ქვეყანა, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ევროკავშირსაც კი არ აქვს ასეთი ტიპის შეზღუდვები დაწესებული“,- აღნიშნა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა