ნაციონალური მოძრაობა ჩემთვის პრობლემატურია, მე მათ ხმას არ მივცემ –

ნაციონალური მოძრაობა ჩემთვის პრობლემატურია, მე მათ ხმას არ მივცემ –
ნიკა გვარამიას განცხადებით, პირველად მის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ის ნაციონალურ მოძრაობას ხმას არ მისცემს.
ამ საკითხზე მან 20 თებერვალს, ტვ პირველის ეთერში, გადაცემა “რეაქცია”-ში ისაუბრა და თქვა, რომ დღევანდელი შემადგენლობიდან და პოლიტიკური ნაბიჯებიდან გამომდინარე მას არაფერი არ მოსწონს ამ პარტიაში და მეტიც, არ აქვს მოლოდინი, რომ არჩევნებზე იმავე რაოდენობის ხმებს მიიღებს, რასაც გასულ წლებში იღებდა,
“ჩემთვის, ნაციონალური მოძრაობის” მთავარი ფაქტორი იყო და არის მიშა სააკაშვილი, მაგრამ მიშას მიღმა რაც ხდება, ამის იქით მე ვერაფერს ვერ ვხედავ, არ არის ეს ჩემთვის საინტერესო. მე მირჩევნია მე თვითონვე გავაკეთო ის, რასაც მივცემ ხმას.
ნაციონალური მოძრაობა ჩემთვის პრობლემატურია იმიტომ, რომ მე მათ ხმას არ მივცემ, პირველად.
ნაციონალურ მოძრაობას ვუსურვებ წარმატებებს, მეეჭვება ეს წარმატებები განსაკუთრებული იყოს, მაგრამ მაინც ვუსურვებ წარმატებებს “– განაცხადა ნიკა გვარამიამ.
Previous: საქართველოს პრეზიდენტისთვის ამოსავალი უნდა იყოს არა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, არამედ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა კონსტიტუციასთან და დემოკრატიული ქვეყნების კანონმდებლობასთან

ასევე დაგაინტერესებთ

მზიასთვის ანდრეი სახაროვის პრიზი მიუციათ. მახსოვს, სახაროვი ამტკიცებდა, საქართველო მცირე იმპერიაა და უნდა დაინგრესო – იდეოლოგიურ ნიადაგს ამზადებდა აფხაზეთის და შიდა ქართლის ოკუპაციისთვის

საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება