რობინ დანიგანი – შეერთებული შტატები ორიენტირებულია, რომ დაეხმაროს საქართველოს, თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფაში

მჭიდროდ ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, ოპოზიციურ პარტიებთან, მმართველ პარტიასთან და განსაკუთრებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ მათი ხმა სამართლიანად იქნება დათვლილი, რომ მათი ხმები ფარულია და რომ პროცესი არის თავისუფალი და სამართლიანი,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები ორიენტირებულია, რომ საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული ს უზრუნველყოფაში დაეხმაროს.
„მოდით, არჩევნებზე უფრო ზოგადად ვისაუბრებ. საქართველოშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც საარჩევნო წელია. სამართლიანი არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. ასე რომ, შეერთებული შტატები ორიენტირებულია, რომ დაეხმაროს საქართველოს, თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფაში. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, ოპოზიციურ პარტიებთან და მმართველ პარტიასთან და განსაკუთრებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ მათი ხმა სამართლიანად იქნება დათვლილი, რომ მათი ხმები ფარულია, და რომ პროცესი არის თავისუფალი და სამართლიანი.
ასე რომ, მე მოუთმენლად ველი, რომ ქართველებმა გამოიყენონ თავიანთი დემოკრატიული უფლება და მისცენ ხმა და ამერიკელებმაც იგივე გააკეთონ შეერთებულ შტატებში“,- აცხადებს დანიგანი.