შუა დერეფნის მნიშვნელობაზე-გზების დივერსიფიცირება საქართველოს ეკონომიკის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს თავზე რომ ტვირთები ევროპაში გავიდეს საქართველოს გავლით და არა იმაზე რომ ტვირთებმა გვერდი აგვიარონ,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, გზების დივერსიფიცირება საქართველოს ეკონომიკის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია. „როცა რომელიმე დიდ ქვეყანას აგენტები ჰყავს ჩვენს ქვეყანაში, დღეს თუ ერთია მათი მთავარი ამოცანა – საქართველოს უკრაინის ომში ჩართვა, ხვალ შეიძლება ჩინეთის დასუსტებისთვის საჭირო გახდეს, თუნდაც ის, რომ ჩაიკეტოს ჩინეთისთვის ყველა გზა, რომელიც ევროპისკენ მიდის.
ეს არ არის მარტო ჩინეთის, გარკვეულწილად ეს არის ევროპის დასუსტების მცდელობაც. ჩვენ გვახსოვს, ვიდრე დაიწყებოდა ღაზას სექტორში ომი, მანამდე იყო ახალ გზაზე საუბარი, რომელიც ინდოეთის, არაბეთის ქვეყნების, ს გავლით გავიდოდა ევროპაში. მაშინ ქართული ოპოზიცია აქ გაყვიროდა, რომ ჩვენ შუა დერეფანი არ უნდა განვავითაროთ იმიტომ, რომ ეს თურმე ხელს უშლის ამერიკულ თუ დასავლეთის გეგმას, რომელიც ინდოეთიდან, ისრაელის გავლით ტვირთების გატარებას ემსახურება.
სინამდვილეში რა გამოდის, ჩვენი ოპოზიცია ზრუნავს არა იმაზე, საქართველოსთვის რა იქნება მომგებიანი, არამედ იმაზე, რა არის ვიღაც სხვისთვის მომგებიანი, თუნდაც ის სხვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იყოს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს თავზე და იმაზე არ უნდა ვიფიქროთ, რომ ტვირთებმა გვერდი აგვიარონ, არამედ იმაზე, რომ ტვირთები გავიდეს საქართველოს გავლით. ვთქვათ ის გზა რომ გაკეთდეს და ღმერთმა ქნას, გაკეთდეს, ეს რატომ უშლის იმ გზას, რომელმაც საქართველოზე უნდა გაიაროს? ჩვენ იმდენად პატარა ეკონომიკა ვართ, რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გატარებული ტვირთების ღირებულების 2 %-იც რომ დარჩეს ქვეყანაში, უმდიდრესები ვიქნებით,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
Next: ბოლო კვირის განმავლობაში არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი მოვისმინეთ, რომლითაც ცდილობენ ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი დოკუმენტის დისკრედიტაციას – „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტზე

ასევე დაგაინტერესებთ

ეს უკვე კამპანიაა, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო

მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და მსჯავრდებული წამოიყვანა, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს – მე წინააღმდეგობას ამ ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს

როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს პოლიციელს და ამერიკაში წვავს – პიროტექნიკა ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი, მაგრამ, ესენი ისეთი უსამშობლოები არიან, მათი აზრით, რაც საშინელება და დანაშაულია ამერიკაში, ის დასაშვებია საქართველოში