მწერალ გიორგი ლობჟანიძის მეუღლის, ირინა ლობჟანიძის სიცოცხლის გადასარჩენად საქველმოქმედო აუქციონი და კონცერტი გაიმართება

მწერალ გიორგი ლობჟანიძის მეუღლის, ირინა ლობჟანიძის სიცოცხლის გადასარჩენად საქველმოქმედო აუქციონი და კონცერტი გაიმართება.
ორგანიზატორების ცნობით, ირინა ლობჟანიძე ამჟამად მკურნალობას გადის თურქეთის კლინიკაში. ექიმებმა შეძლეს რემისიის მიღწევა და 100 პროცენტიანი შედეგისათვის საჭიროა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა.
„საქველმოქმედო აუქციონი და კონცერტი „მწერალთა ბარში“, 22 თებერვალს, 20:00 საათზე გაიმართება.
იმღერებენ: „თამადა“, ალექსანდრე ხარანაული, ბაჩო ჯიქიძე, ლექსო რატიანი. აუქციონს წარუძღვება მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი. გასაყიდად გამოტანილი იქნება ქართველი მხატვრების 50-მდე ნამუშევარი.
კატალოგი იხილეთ ღონისძიების ლინკზე: https://fb.me/e/1OxTyEjij ასევე წარმოდგენილი იქნება წიგნები და ძვირფასი ნივთები.
გთხოვთ, მობრძანდეთ აუქციონზე ან თვალი გვადევნოთ ფეისბუქით. სპეციალურად შექმნილ ღია ჯგუფში https://www.facebook.com/groups/955053195998792 გავა პირდაპირი ტრანსლაცია და შესაძლებლობა გექნებათ, ონლაინაც შეიძინოთ სასურველი ნივთები. ან მობრძანდით „მწერალთა ბარში“, 22 თებერვალს, 20:00 საათზე, ბილეთის ღირებულება 20 ლარი. ან უბრალოდ ჩარიცხეთ თუნდაც მცირედი თანხა გიორგი ლობჟანიძის ანგარიშებზე:
„საქართველოს ბანკი“- GE79BG0000000161690240
TBC ბანკი – GE52TB7519545061600003 TBC ბანკი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – მძიმე მოსასმენია, რომ „ოცნება“ „კოშმარად“ გადაიქცა, მაგრამ „ქართული ოცნება“ სრულად საპირისპიროა იმისგან, რა მომავალზეც იყო საუბარი სიტყვა “ოცნებაში” – „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის“ ეფექტი მძიმე იქნება