[მთავრობა] დასაწყისში მაინც მეთანხმებოდა, როდესაც ამირჩიეს, რაც თქვენ ახლა გაიხსენეთ. ჩემი არჩევა მაშინ ნაწილობრივ მმართველი პარტიის მხარდაჭერით, მაგრამ ასევე, ხალხის მხარდაჭერით მოხდა, რადგან მე ხალხმა ამირჩია, იმ ხალხის მხარდაჭერით, რომელიც ნამდვილად პროევროპელია, საქართველოს დამოუკიდებლობიდან, უკვე ოცდაათზე მეტი წელია, მუდამ პროევროპელი იყო და მე, როგორც ყოფილ ევროპელს, საქართველოს მომავალ ევროპელ ლიდერად მხედავს და საქართველოს ევროპაში მივუძღვი, რასაც ჩემი არჩევის დღიდან, ხუთი წელია მუდმივად ვაკეთებ.
საგარეო პოლიტიკის მხრივ მე ნაწილობრივ ცერემონიალური როლი მაქვს, მაგრამ ამავდროულად, წარმოვადგენ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რაც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი და რაც მე მავალდებულებს ყველაფერი გავაკეთო, რათა გავაძლიერო ევროკავშირის კანდიდატობა, ევროკავშირში ინტეგრაცია და საქართველოს ევროპული გზა.
თქვა სალომე ზურაბიშვილმა France24 English-სთან ინტერვიუსას კითხვაზე პასუხად, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტებს და მთავრობასთან მის უთანხმოებას.