სანქცირებული „ვითიბი ბანკი საქართველო“ მოგებაზე გავიდა

2023 წლის მეოთხე კვარტალის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, -ის ხაზინის მიერ სანქცირებული „ვითიბი ბანკი საქართველო“ 12 თვის შედეგებით 38 385 ლარის წმინდა მოგებაზე გავიდა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, იმის მიუხედავად, რომ „ვითიბიმ“ საკუთარი აქტივების და ვალდებულებების უდიდესი ნაწილი გაასხვისა, მას მაინც დარჩა დეპოზიტების და კრედიტების გარკვეული პორტფელი, რომლიდანაც ბანკი ამ დრომდე იღებს შემოსავლებს.
სანქციების დაწესებამდე ბანკის აქტივები 2.1 მილიარდი ლარი იყო და მას 1.55 მილიარდი ლარის საკრედიტო და 1.56 მილიარდის სადეპოზიტო პორტფელი ჰქონდა. ამჟამად კი ბანკის აქტივები 455 მილიონი ლარია, მისი სესხების პორტფელი 196.5 მილიონი, ხოლო სადეპოზიტო პორტფელი 17 მილიონი ლარია.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ბანკის საპროცენტო შემოსავალმა 21.8 მლნ ლარი, ხოლო საპროცენტო ხარჯმა 10 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. ადმინისტრაციულმა ხარჯმა 11.2 მლნ ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც შრომის ანაზღაურებისთვის 9.8 მლნ ლარი განისაზღვრა.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ბანკის 97%-იანი წილის მფლობელია რუსული VTB ბანკი, ხოლო საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე (60%-ით) არის ს ფედერაციის სახელმწიფო.

ასევე დაგაინტერესებთ

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ – ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს

„ჩვენ მივესალმებით უნგრეთის მხარის მზადყოფნას, გამოყოს დარგობრივი ექსპერტი, რომელიც მხარს დაუჭერს სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში ევროინტეგრაციის მოთხოვნების შესრულების პროცესში“ – დავით სონღულაშვილი