კალცონამ პირველი ვარჯიში ჩაატარა – Sky Sport-ი “ბარსელონასთან” “ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობას გვამცნობს

“ნაპოლის” ახალი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე თავის თანაშემწეებთან ერთად მივიდა და კითხვაზე, იმუშავებს თუ არა მასთან გუნდის ყოფილი ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი, მოკლე პასუხი გასცა – “ვნახოთ”.
21 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში, “ნაპოლი” “ბარსელონას” უმასპინძლებს. მომავალი შეხვედრის წინ კალცონამ გუნდი ავარჯიშა. ვიქტორ ოსიმენი სრულად დაიტვირთა და დიდი ალბათობით, სასტარტოში იქნება. სირილ ნგონჟი ჯერ ინდივიდუალურად ემზადებოდა, შემდეგ კი საერთო ჯგუფს შეუერთდა.
დაპირისპირება “დიეგო მარადონაზე” თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
ძალიან ვნერვიულობ და ვგულშემატკივრობ ნაპოლის, პირადად ხვიჩას. ბევრი რამე იქნება დამოკიდებული მასზე, უნდა შექმნას რამე ღირებული რაც შეუძლია. ბარსა უძნელესი მეტოქეა: რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყოს, მაინც სუპერ ბრენდი გუნდია, უდიდესი გამოცდილებით ამიტომ ნაპოლიმ და ხვიჩამ თავი უნდა დადონ. მეიმედება ახალი მწვრთნელისაც(მოტივაცია იქნება დიდი). დადებითი შედეგი თუ დადეს(ფრეც ნორმალური იქნება). მეორე თამაშში გადაწყდება ყვეკლაფერი შანსები არის: წინ ნაპოლი

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში