„ჰამასის“ განცხადებით, ისრაელის ავიაიერიშს ღაზის სექტორში ორგანიზაციის პოლიტბიუროს წევრი აჰმად ბაჰარი ემსხვერპლა.
76 წლის ამჰად ბაჰარი „ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრი და პალესტინის საკანონმდებლო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი იყო.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.