ვფიქრობ, აზრს მოკლებულია… | ზურაბიშვილი France 24 English-ის კითხვაზე, გეგმავს თუ არა ევროპაში ვიზიტებს და სთხოვს თუ არა ნებართვას მთავრობას?

მე ახლახან პარიზში ვიმყოფებოდი “პარიზის მშვიდობის ფორუმზე” და ამისათვის არ მომითხოვია. ვფიქრობ, აზრს მოკლებულია – ასე პასუხობს ჟურნალისტის შეკითხვას – გეგმავს თუ არა ახლო მომავალში ევროპაში დაბრუნებას და სთხოვს თუ არა ამისთვის ნებართვას მთავრობას? საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუს France 24 English- თან პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“მსურს დავაზუსტო – მე ვიქნები იქ, სადაც ჩავთვლი, რომ საჭირო იქნება ისევ და ისევ იმ მთავარი მიზნის მისაღწევად – კანდიდატის სტატუსის მიღების მხარდაჭერის, კონსოლიდაციისა და ევროპის გზაზე ჩვენი იქ მიყვანისათვის, სადაც საჭიროა. მე არ ვიმოგზაურებ სიამოვნებისათვის. ” თქვა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, სწორედ ევროპული ვიზიტებისთვის დაიწყო “ოცნების” ხელისუფლებამ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი, რაც წარუმატებლად დასრულდა.