ეპყრობა თუ არა “ოცნების” მთავრობა პუტინს ზედმეტი პატივისცემით? | France 24-ის შეკითხვა და ზურაბიშვილის პასუხი

პრეზიდენტი საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუების სერიას განაგრძობს. სალომე ზურაბიშვილმა წარუმატებელ იმპიჩმენტზე და ქართული ოცნების ლიდერების არჩეულ საგარეო ვექტორზე ამჯერად “ფრანს 24”- თან ისაუბრა. მთავრობა პუტინს ზედმეტი პატივისცემით ეპყრობა? – ეს კითხვა დაუსვა პრეზიდენტს ფრანგმა ჟურნალისტმა, რასაც სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური პასუხი გასცა და თქვა, რომ მთავრობის პოლიტიკა სავარაუდოდ ს მიმართ მათი შიშითაა გამოწვეული.
“მე ამას თვითკმაყოფილებას დავარქმევდი და ეს შესაძლოა, ში ომის შემდგომი შედეგი იყოს, რომ ზოგიერთი ლიდერი შთაბეჭდილების ქვეშაა, რას შეიძლება ცდილობდეს რუსეთი საქართველოში თუ საქართველოს მიმართ უკრაინაში რუსეთის მარცხის დასაკომპენსირებლად. ასე რომ, ვფიქრობ, ზოგიერთი ადამიანი ასეთი პერსპექტივის მიმართ შესაძლოა, შიშს გრძნობდეს, მაგრამ მე ამას არ ვიზიარებ. ვფიქრობ, საუკეთესო თავდაცვა ევროკავშირის სოლიდარობაა. საუკეთესო თავდაცვა ჩვენს საზოგადოებასთან, ჩვენს ოჯახთან ყოფნაა. რასაც ვხედავთ ისაა, რომ საბოლოო ჯამში, რუსეთისათვის წითელი ხაზი ევროკავშირისა და ნატოს ხაზია. სწორედ ეს უნდა ჩემს ქვეყანას, ეს უნდა მოსახლეობას. ახლახან გამოქვეყნდა საზოგადოებრივი გამოკითხვა, სადაც ჩანს, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ევროკავშირისადმი 80%-დან 86%-მდე გაიზარდა და ნატოსადმი მხარდაჭერა 72%-დან – 76%-მდე.” თქვა პრეზიდენტმა