პარლამენტმა ირაკლი კობახიძისთვის და ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძისთვის და ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკითხი სხდომაზე განსახილველად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გაიტანა.
მისი განმარტებით, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მათ მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებით დადგა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, ხოლო ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს