ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროპარლამენტარების ხელმოწერებზე – არ არის გასაკვირი, რომ ჩვენი გულშემატკივრები ითხოვენ პოლიტიკური დევნის დასრულებას – ვნახავთ პარტნიორების არაერთ მცდელობას, რომ პრეზიდენტმა დაასრულოს პოლიტიკური დევნა

ს პოლიტიკური პატიმრობა არის ერთ-ერთი ძირითადი წინაღობა იმისა, რომ საქართველოში ჩატარდეს მეტ-ნაკლებად დემოკრატიული არჩევნები, – ასე შეაფასა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროპარლამენტარები აგროვებენ ხმებს იმისთვის, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
ჭიაბერაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა წინაღობაა, რომ არჩევნებზე თავისუფალი და კონკურენტული გარემო იყოს.
„შესაბამისად, ეს წინაღობა არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, რომელმაც გზა უნდა გაუხსნას ხელისუფლების ცვლილებას და საბოლოდ, ჩვენი ხალხის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას მომავალში. ეს პირველ რიგში, ძალიან კარგად ესმით ჩვენს მოქალაქეებს, აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს პოლიტიკური დევნის დასრულებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. რა თქმა უნდა, ესმით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ საქართველოს ყველა გულშემატკივარი ითხოვს საქართველოში პოლიტიკური დევნის დასრულებას და რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილმა ეს პოლიტიკური დევნა უნდა დაასრულოს“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
დამაზუსტებელ კითხვაზე, აქვს თუ არა მას ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტარები ხელმოწერებს აგროვებენ, ჭიაბერაშვილმა უპასუხა:
„ჩვენ მომდევნო თვეების განმავლობაში ვნახავთ არაერთ მცდელობას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება და დაასრულოს ქვეყანაში პოლიტიკური დევნა“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ