ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი “ნაპოლისა” და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ “პარტენოპეის” ახალი მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი ხვიჩა კვარაცხელიასგან თავდაჯერებულობას და მეტ სითამამეს მოითხოვს.
“დიდი ალბათობით, მაცარი თამაშს 4-3-3 სისტემით დაიწყებს, კვარაცხელიასთვის კი თითქმის არაფერი შეიცვლება, მასთან მიმართებაში მაცარის მოთხოვნა ყოველთვის იქნება, რომ იყოს გადამწყვეტი და ითამაშოს თავდაჯერებულად. არ არის გამორიცხული, რომ ქართველმა ხშირად ცენტრში იმოქმედოს, მას ყველანაირი თვისება აქვს იმისთვის, რომ ახალმა მწვრთნელმა შეტევაში სხვადასხვა პოზიციებზე მოსინჯოს”, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს
მომდევნო მატჩს 25 ნოემბერს, “ატალანტას” წინააღმდეგ გამართავს.