ხვიჩა კვარაცხელია ,,ადიდასის” სახე გახდა

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური ნაპოლის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ცნობილ გერმანულ ბრენდ adidas-თან კონტრაქტი გააფორმა.
Instagram-ზე ადიდასის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში მოქმედება ნეაპოლში ვითარდება, სადაც ქართველ ფეხბურთელს ახალ თეთრ-ლურჯ adidas Predator-ის ბუცს გადასცემენ.
ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ცნობილმა სპორტულმა ბრენდმა კონტრაქტი გაუფორმა.
მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს