იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში – ვახტანგ მახარობლიშვილი

იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში – ვახტანგ მახარობლიშვილი
დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი იქნება უაღრესად საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული, – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა, რომელიც პირველად ჩატარდება მას შემდეგ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
„იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში. მოგეხსენებათ, ეს არის პირველი გარე ვიზიტი, შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი ხორციელდება ქალაქ ბრიუსელში. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი იქნება უაღრესად საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო. ეს არის რიგით მერვე, მაგრამ პირველი ასოცირების საბჭო მას შემდეგ, რაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი.
ყურადღებას გავამახვილებდი ასოცირების საბჭოს დღის წესრიგზე, რომლის პირველი თემაც გახლავთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა. ვფიქრობ, ეს მეტად მნიშევნელოვანი და ნიშანდობლივი სიახლეა ასოცირების საბჭოს დღის წესრიგისთვის, რადგან აქედან ჩანს, რომ ევროკავშირთან ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე და ამ გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებზე.
ბუნებრივია, საუბარი იქნება იმ რეფორმებზე, იმ ნაბიჯებზე, რომელსაც ახორციელებს საქართველო. იმ ცხრა ნაბიჯზე, რეკომენდაციაზე, რომელიც ჩვენ შემოგვთავაზა ევროკომისიამ და მათი იმპლემენტაციის მდგომარეობაზე“,– განაცხადა მახარობლიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში.

ასევე დაგაინტერესებთ

3 ადამიანი მირტყამდა და 1 რაციაზე იყო. ალბათ იცოდნენ, რომ ჟურნალისტი ვიყავი და ათივე თითი, 6 ნეკნი და ლავიწის ძვალი მოტეხილი მქონდა – „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული მამუკა კვარაცხელია

პირველი, ვინც საავტომობილო ფედერაციის ქონებაზე და კერძოდ, რუსთავის ავტოდრომზე საუბარი დაიწყო, გახლდათ ვანო მერაბიშვილი – არ ფიგურირებს, მაგრამ, მას ძალიან ხშირად ნახულობდნენ ავტო-ბაზრობის მშენებლობაზე