“ნაპოლის” “ბარსელონასთან” მატჩში უკვე ახალი მწვრთნელი ეყოლება

“გაძეტა დელო სპორტი” იტყობინება, რომ “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელის ვალტერ მაცარის გადაყენება გადაწყვიტა და მის ნაცვლად ს ნაკრების 55 წლის თავკაცს ფრანჩესკო კალცონას დანიშნავს.
გამოცემის მტკიცებით, დე ლაურენტისი კალცონას მალე შეხვდება და ის ნეაპოლური გუნდის ჩასაბარებლად მზადაა.
სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაცია წინააღმდეგი არაა კალცონამ შეთავსებით “ნაპოლიში” იმუშაოს. მისი “პარტენეპოეიში” ოფიციალურად დანიშვნა უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ცნობით, “ნაპოლი” კალცონას კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გაუფორმებს და ის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონასთან” მატჩში” უხელმძღვანელებს.