თბილისში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ” ცენტრში, „თბილისის ნერსისიანის სემინარია 200″ გამოფენა გაიხსნა

საქართველოში სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, 18 თებერვალს, თბილისში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ” ცენტრში, „თბილისის ნერსისიანის სემინარია 200″ გამოფენა გაიხსნა.
მათივე ცნობით, გამოფენის ნახვა ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 12:00 საათიდან 17:00 საათამდეა შესაძლებელი.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოფენის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ელჩის მოადგილე დავით ჯანაზიანი.
„გამოფენის ავტორმა, სომეხმა საზოგადო მოღვაწე ლევონ ჩიდილიანმა ღონისძიების მონაწილეებს ნერსისიან სკოლის დაარსების ისტორია და მისი ასწლიანი მოღვაწეობა გააცნო, ასევე, სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულების შესახებ ისაუბრა, რომლებმაც თავიანთი წვლილი არა მხოლოდ სომეხი ხალხის, არამედ მსოფლიო ისტორიაში შეიტანეს.
იგივე პროექტი მანამდე თბილისის კავკასიის უნივერსიტეტში იყო გამოფენილი.
გამოფენის ნახვის მსურველებს შეუძლიათ ესტუმრონ თბილისის „ჰაიარტუნ” ცენტრს, ყოველდღე, 12:00-დან 17:00 საათამდე, ორშაბათის გარდა”, – ნათქვამია სომხეთის საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა