საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები წესდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატან ცვლილებაზე იმსჯელა, რომელიც ნავსადგურებისა და გემთმფლობელების პასუხისმგებლობას განსაზღვრავს გემისა და ნავსადგურის უშიშროების, გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების წესების და კომპლექსური შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განმარტებით, კოდექსში საქართველოს მთავრობის დადგენილებით „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესები” გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ჯარიმები აისახა.
„ჯარიმა წესდება ნავსადგურში დატვირთვის, გადმოტვირთვისა და ტვირთის დაწყობის წესების დარღვევისთვის. ასევე, კოდექსს ემატება მუხლები, რომლებითაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესების დარღვევისთვის ჯარიმა დაწესდება.
ცვლილება ასევე ითვალისწინებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ნავსადგურის კომპლექსური შემოწმების დროს გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში ჯარიმების დაწესებას.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა