ბორელი: საქართველო კარგად მუშაობს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის წინ ამბობს, რომ წაახალისებს საქართველოს, გააგრძელოს ევროპულ გზაზე მუშაობა.
„კარგად მუშაობენ. ძლიერი მხარდაჭერაა ქართული საზოგადოების მხრიდან და ეს კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის“, — აღნიშნა ბორელმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ის მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში. ღონისძიების შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო